22:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-19 14:49:48, 843 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზი - კარგი იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში, არა სახლში, არამედ ჩემთან ეპარქიაში

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ მზად არის და სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის  შუამავალი იყოს და გამოსავალს  მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობაში ხედავს.

მისივე თქმით, მას ექსპრეზიდენტთან უსაუბრია და ფიქრობს რომ სააკაშვილი ამ შეთავაზებაზე თანახმა იქნება.

მეუფე აცხადებს,  რომ ის შინაპატიმრობისთვის საკუთარ ეპარქიას გამოყოფს.

"სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე. თუ სახელმწიფოს ეს ინიციატივა მოეწონება , ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილს შეარჩევენ, მე შუამავალი ვიქნები სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის.

მე მასთან მისაუბრია და ვიცი, რომ სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონია, ეს სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება." ,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics