2022-01-18 10:20:52, 636 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკოს საქმეზე სასამართლო 19 იანვრამდე გადაიდო
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე სასამართლო სხდომა, 19 იანვრამდე გადაიდო. მედიის ინფორმაციით, აღკვეთის შეფარდებაზე გადაწყვეტილება არაუგვიანეს ოთხშაბათს გამოცხადდება.
ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთიდან უკრაინაში დღეს დაბრუნდა და აეროპორტიდან სასამართლო დარბაზში მივიდა.
პოროშენკოს განცხადებით, ის ბრალდებებს არ ეთანხმება და ციხეში ჩაჯდომას არ აპირებს.
ცნობისთვის, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის უკანონოდ გატანის გამო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმშია ეჭვმიტანილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,