22:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-17 20:28:35, 765 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ექსპრეზიდენტი მოინახულა

დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ექსპრეზიდენტი მოინახულა. მისი განცხადებით, ძალიან რთულია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სურს ნიკოლოზ ყიფშიძესთან შეხვედრა და გაუგონარი მიზეზებით ამაზე ახსნა არ გვაქვს.

გიორგი სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ექიმებს მიხეილ სააკავილის მონახულების საშუალება მალე მიეცეთ.

„როგორც იქნა მომეცა შესაძლებლობა, რომ შევსულიყავი რუსთავის ციხეში, პირადად მენახა ჩემი ძმის მდგომარეობა. სიმართლე, რომ გითხრათ, სასამართლო პროცესზე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი, ვიზუალურად არ მომეწონა მისი მდგომარეობა. დღეს ბევრად უკეთ იყო. თქვა, რომ სასამართლო პროცესზე საკმაოდ მაღალი წნევა ჰქონდა, უბრალოდ გადაწყვეტილი ჰქონდა სიტყვით მიემართა ხალხისთვის და როგორც თვითონ აღნიშნა, გამოეყენებინა ტრიბუნის სახით.
რაღაც წამლები სჭირდებოდა. ზოგჯერ უჩივის უძილობას, მთხოვეს, რომ წამლები გადამეცა. ძალიან რთულია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სურს ნიკოლოზ ყიფშიძესთან შეხვედრა და გაუგონარი მიზეზებით ამაზე ახსნა არ გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, მალე მიეცემათ ექიმებს საშუალება, რომ დაელაპარაკონ“, - აღნიშნა გიორგი სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics