00:27 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-14 12:10:15, 938 ნახვა

საზოგადოება
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმიდან ფონდის ორი კურატორი: ნინო ხუნდაძე და ნინო ჩიხლაძე გაათავისუფლეს.

როგორც გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, მათ დაკავების ბრძანება დოკუმენტით არ გადასცემიათ და გადაწყვეტილების შესახებ მუზეუმის თანამშრომლებს დირექტორმა პირადად, სიტყვიერად ამცნო.

ერთ–ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი ნინო ხუნდაძე არ გამორიცხავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი იქ არსებულ პოლიტიკაზე ღიად საუბარი იყო.

შეგახსენებთ, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ახალი ხელმძღვანელი მას შემდეგ დაინიშნა, რაც კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით ეკა კეკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული საკადრო ცვლილების შემდეგ, მუზეუმი არა ერთმა თანამშრომელმა დატოვა, რამდენიმე კი, გაათავისუფლეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics