|
2022-01-14 12:00:42, 1044 ნახვა
საზოგადოება
თბილისის „საახალწლო სოფელი“ დღეს კონცერტით დაიხურება
14 იანვარს, 20:00 საათზე, დედაენის ბაღში, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფელი“ გრანდიუზული კონცერტით დაიხურება. კონცერტში მონაწილე შემსრულებლები - მაია ბარათაშვილი, სოფო ხალვაში, ოთო ნემსაძე, ნუკრი კაპანაძე, „ქუჩის ბიჭები“, ეკა დოლიძე, დათო ფორჩხიძე მსმენელის წინაშე პაატა ანდრიაძის ბენდთან ერთად წარსდგებიან და მრავალჟანრობრივ პროგრამას შეასრულებენ, რომელიც ამ საღამოსთვის პროექტის ავტორმა, რუსუდან მორჩილაძემ შეადგინა. ძველით ახალი წლის მუსიკალურ საღამოზე ასევე, ჯგუფი The Quintessence, ანსამბლი „შავნაბადა“ და გიორგი სუხიტაშვილი ოსურ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ. ღონისძიების წამყვანები ბახვა ბრეგვაძე, თიკა ფაცაცია და ლევან ხურციძე მუსიკალურ ნომრებს წარადგენენ და „საახალწლო სოფლის“ სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ. მომღერლები და რეპერტუარი: 1. მრავალჟამიერი - „შავნაბადა“ 2. აფხაზური - The Quintessence, „შავნაბადა“ 3. ოსური - The Quintessence, გიორგი სუხიტაშვილი 4. Operator – The Quintessence 5. აიარა - გიორგი სუხიტაშვილი 6. თოლიები - სოფო ხალვაში 7. Chain reaction - სოფო ხალვაში 8. ფიფქებო - ოთო ნემსაძე 9. იები - ოთო ნემსაძე, The Quintessence 10. Can’t buy me now - მაია ბარათაშვილი 11. Route 66 - მაია ბარათაშვილი 12. დიპლიპიტო - ნუკრი კაპანაძე, The Quintessence 13. დაბრუნება - „ქუჩის ბიჭები“ 14. შენთან ვიქნები - „ქუჩის ბიჭები“ 15. I wish - ეკა დოლიძე 16. Only thing is missing - ეკა დოლიძე 17. დიდხანს გელოდი - დათო ფორჩხიძე 18. თოვლი მოსულა - დათო ფორჩხიძე
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)