01:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-13 14:04:05, 1226 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომატებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის

მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის. – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ის არის მომატებული საფრთხის წყარო იმ ადამიანებისთვის, ვინც გაიზარდა ხელფასი ჩინოვნიკებისთვის. 

"გამოაცხადეს, მოვისმინე რომელიღაც ტელევიზიით, რომ სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხის წყაროო, ამიტომ ვინც ის შემოიყვანა ის არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მომეტებული საფრთხის რა არის? რადიაციაა, ატომური ბომბი? მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის. იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ.

მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო იმ ხალხისთვის, ვინც ახლა ხელფასი გაიზარდა ჩინოვნიკებისთვის. 7 ათასი ლარი აქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მაგალითად ხელფასი. იყო ერთი ცნობილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც მერე ვარდების რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა, რამდენადაც მახსოვს, მას ჰქონდა ხელფასი 500 ლარი. სააკაშვილი იყო თუ არ ვცდები გვარად. ამ ხალხისთვის, მათი ხელფასისთვის მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო!", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics