12:49 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-12 18:46:09, 1822 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - რუსეთს მოვუწოდეთ საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარების გაყვანისკენ

NATO-ს მოკავშირეებმა მოვუწოდეთ რუსეთს რომ ძალები გაიყვანოს და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას. - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მოკავშირეებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ყველა ქვეყნის საზღვრის პატივისცემა ფუნდამენტური პრინციპია.

"რუსეთს სამხედრო ძალები ჰყავს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ეს სამხედროები იქ ამ ქვეყნების მთავრობების ნებართვით არ არიან, ისინი მიუღებლები არიან. დღევანდელ შეხვედრაზე NATO-ს მოკავშირეებმა მოვუწოდეთ რუსეთს რომ ძალები გაიყვანოს და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ყველა ქვეყნის საზღვრის პატივისცემა ფუნდამენტური პრინციპია." - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics