01:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-11 11:30:12, 784 ნახვა

პოლიტიკა
ნედ პრაისი - რუსეთი აღვივებდა კონფლიქტებს მეზობლების წინააღმდეგ, მათ შორისაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა

რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას, აჩაღებდა კონფლიქტებს თავისი მეზობლების და სხვების წინააღმდეგ, სია გრძელია – უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ეს მხოლოდ რამდენიმეა მათ შორის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთის განცხადებების მიმართ, რომ უკრაინის საზღვრებთან ძალების მობილიზება წვრთნების მიზნით ხორციელდება.

„უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე იმყოფებიან რუსული ძალები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები. რუსეთს კონცენტრირებული ჰყავს ათასობით, თითქმის ასი ათასი სამხედრო უკრაინის საზღვარზე და მათ ეს შედარებით მოკლე დროში გააკეთეს. რა თქმა უნდა, სწორედ რუსეთი იყო, რომელმაც 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, გააჩაღა ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და აგრძელებს იქ კონფლიქტის გაღვივებას. სწორედ რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას, აჩაღებდა კონფლიქტებს თავისი მეზობლების და სხვების წინააღმდეგ. სია გრძელია, ალბათ, ყველას ჩამოთვლის დრო არ მექნება, თუმცა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ეს მხოლოდ რამდენიმეა მათ შორის. სწორედ რუსეთი ერეოდა წლების განმავლობაში დემოკრატიულ არჩევნებში, მათ შორის საკუთარში. მათ საკუთარ საზღვრებს გარეთ გამოიყენეს ქიმიური იარაღი, ხელმძღვანელობდნენ კიბერთავდასხმებს, იყენებდნენ ენერგორესურსებს როგორც იარაღს. ამიტომ, გვაპატიეთ და გაიგეთ ჩვენი სკეპტიციზმი, როდესაც ჩვენ გვესმის რუსეთისგან, რომ ეს მხოლოდ წვრთნებია“, – განაცხადა ნედ პრაისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics