02:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-07 15:40:18, 637 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო ორგანო, პოლიტიკური პარტიები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას,  სიაში წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა UNESCO-ს მიერ ლექსო ლაშქარავას 2021 წლის მოკლული ჟურნალისტების სიაში დამატებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით.

„UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო. იცით, რომ გამოძიება მიდის, მათ შორის, ექსპერტიზა ჩატარებულია. შესაბამისად, ამაზე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების ფარგლებში გააკეთებენ განცხადებას. 

გახსოვთ, რომ თავის დროზე გაკეთდა განცხადებები, მათ შორის, ოჯახის ექსპერტის მხრიდანაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით. არ მინდა, ამ დეტალებში შევიდე, სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას, მით უმეტეს, შობის დღესასწაულზე. ვინც ნახა ეს სია, იქ წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი. UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს UNESCO- გამოაქვეყნა სია, მოკლულ ჟურნალისტებს "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც დაემატა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics