15:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-06 20:03:36, 2254 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ., ძარცვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს, თბილისში, ვარკეთილში მდებარე “ბესტ მარკეტში” შევიდა, მოლარე ოპერატორს ძალის გამოყენებით სალაროდან​ თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics