02:32 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-05 19:36:31, 929 ნახვა

საზოგადოება
6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს

6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთად აღნიშნავს.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს, რომ იესო ქრისტე თავისივე დაბადებისას მოინათლა. ეკლესია ხუთი საუფლო დღესასწაულიდან ორის – შობისა და აღდგომის წინა დღეებს „ჭრაგალუიცს“ (წინასადღესასწაულოს) უწოდებს. ეს სახელი წარმოიშობა გამოთქმიდან „ლამპრის ანთება“, რომელიც კანდელის ანთებას, სანთლის ანთებას ნიშნავს. ამ დღეს ადამიანებს ეკლესიებში ანთებული კანდელები სახლში მიაქვთ.

აღნიშნული ინსტიტუტი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული კონფესიაა მსოფლიოში, რომელიც თავისთავად განსხვავდება კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობისგან.

„6 იანვარს  სომეხთა სამოციქულო ეკლესია ზეიმობს იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს.   ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.    (მათ. 3:17, მარკოზი 1:11, ლუკა 3:22).    ამრიგად, სომეხთა ეკლესია ამ ორ მოვლენას ერთად, 6 იანვარს აღნიშნავს.6 იანვარს დილით აღევლინება წმინდა წირვა, რის შემდეგაც სრულდება წყალკურთხევა - იესოს ნათლისღება (ხალხური ტრადიციის მიხედვით, ჯვარს წყალში შთაფლავენ). იესომ წყალი აკურთხა მისი ნათლისღებით. ის, ვინც წირვას აღავლენს, წმიდა მირონს აწვეთებს წყალში და აკურთხებს მას. ტრადიციის თანახმად, ხალხს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვს და სნეულთა სამკურნალო საშუალებად იყენებს. შემდეგ მღვდელი დადის მორწმუნეთა სახლებში, ახარებს მათ იესო ქრისტეს შობას. აქედან წარმოიშვა სახლის კურთხევის ტრადიციაც“, - აღნიშნულია სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics