|
2022-01-05 12:28:35, 909 ნახვა
პოლიტიკა
NGO-ები პრეზიდენტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების თაობაზე კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების თაობაზე კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, მოქმედი ფორმით უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. ასევე, მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს უწყდება უფლებამოსილების ვადა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არჩეული იყო თავად პარლამენტის მიერ, 2025 წლამდე. „2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, მოქმედი ფორმით უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. ასევე, მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს უწყდება უფლებამოსილების ვადა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არჩეული იყო თავად პარლამენტის მიერ, 2025 წლამდე. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ, ყოველგვარი დასაბუთების თუ შესაბამისი აქტორების და თავად სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობის გარეშე, მიიღო არაკონსტიტუციური და ქართული დემოკრატიისთვის უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილება. ამავდროულად, მისასალმებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი შეფასება, რომ მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა. შესაბამისად, პრეზიდენტმა მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, შეეწყვიტა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და ყველასთვის მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი არგუმენტები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს: გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი, მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს,“- ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ - (osgf) „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - (GYLA) „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ - (TI Georgia) „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ - (IDSD) „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ - (ISFED) „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ - (EPRC) „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - (PHR) „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - (GDI) „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ - (RIVG) „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - (DRI) „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - (HRC) „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ - (IDFI) „მედიის განვითარების ფონდი“ - (MDF) „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ - (GCW) კავშირი „საფარი“.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)