02:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-05 12:24:56, 685 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე – თუკი რაიმე ბერკეტი არსებობს, ყველაფერი უნდა იქნას გამოყენებული, რათა რეჟიმი დასრულდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე მივიდა.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ბევრ საკითხზე ისაუბრებენ, მათ შორის, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და მის როლზე. 

მისივე თქმით, თუკი რაიმე ბერკეტი არსებობს, ყველაფერი უნდა იქნას გამოყენებული, რათა დასრულდეს რეჟიმი და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს. 

"ბევრ საკითხზე გვექნება საუბარი, ყველაფერზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მიმდინარე საკითხებზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შესახებ, საერთოდ ამ კომისიის როლზე და ენმ-ს საპარლამენტო ფუნქციაზე. 

ჩემი აზრია, რომ თუკი რაიმე ბერკეტი არსებობს ყველფერი უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დამთავრდეს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შევუწყოთ ხელი. ჩვენ ვნახეთ მისი პოლიტიკურ ხედვა გამოქვეყნდა თეზისების სახით და ალბათ ის ფიქრობს, რომ მისი ეკონომიკური შეხედულებებიც ამ ფორმით იქნას წარმოდგენილი, ჯერ არ ვიცი, ამის შესახებ დეტალურად გვექნება ეხლა საუბარი",





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics