02:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-04 17:33:52, 661 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილს ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გამოკითხავს

მიხეილ სააკაშვილს ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გამოკითხავს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ექს–პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშილი აპირებს ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას და მიაჩნია, რომ აღნიშნული კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას. 

"ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც გორში ბოლო ვიზიტისას დამხვდა, პრობლემები არსად არ წასულა, მაგრამ შედარება არ არის. უკეთესად გამოიყურება ვიზუალური თვალსაზრისით. იცით, რომ ბარიერია და ის, რაც შემეძლო მენახა იმას მოგახსენებთ.

ის ელოდება ხვალ სახელმწიფო ინსპექტორს გორის წამების ფაქტთან დაკავშირებით, ხვალ გამოკითხავენ მიხეილ სააკაშვილს.

დიდი იმედი აქვს საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით, ის აპირებს ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას და მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ეს კომისია და იმუშაოს", – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics