2022-01-04 12:37:44, 2508 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. - ამის შესახებ ინფორმაციას theguardian ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1.062 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.
აშშ-ში ახალი რეკორდი ორჯერ აღემატება გასულ კვირას დაფიქსირებულ დღიურ მაჩვენებელს 590 000 შემთხვევას.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 56 191 523 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 827 749 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,