05:28 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-30 19:09:13, 738 ნახვა

პოლიტიკა
2022 წლის 1-ელი მარტიდან ინსპექტორის სამსახური ოფიციალურად გაუქმდება

საქართველოს პარლამენტმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

გადაწყვეტილებას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის საწინააღმდეგ კი, ხმა 7-მა პარლამენტარმა მისცა.

გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 1-ელი მარტიდან შევა, შესაბამისად, მოვალეობიდან განთავისუფლებულნი იქნებიან თვითონ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინსტიტუტის ნაცვლად, პირველი მარტიდან ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დაიწყებს ფუნქციონირებას. 

ხელისუფლებს ცნობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია მიენიჭება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია დაეკისრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics