|
2021-12-30 16:33:18, 2046 ნახვა
რეგიონი
ქედის მერმა 2021 წლის 12 საპატიო ქედელი დააჯილდოვა
ქედის მერმა, როლანდ ბერიძემ პირველ მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, 2021 წლის 12 საპატიო ქედელი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობების, ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების სამსახურში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის გათვალისწინებით დააჯილოვა. ღვაწლმოსილი ქედელის წოდება წილად ხვდა ნანული დიასამიძეს, დურმიშხან ბოლქვაძეს, ლამარა ბერიძეს, სურიე ჩიკვაიძეს, მარინე ბერიძეს და ქემალ სალაძეს. აღსანიშნავია, რომ გენდერულმა საბჭომ მარინე ბერიძის კანდიდატურა პანდემიასთან ბრძოლის დროს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამო წარადგინა. საპატიო ქედელის წოდება კი, არჩილ დიასამიძეს, ნოდარ ბარამიძეს, ბესიკ ბერიძეს, ქეთო საფარიძეს და შოთა ანანიძეს მიენიჭა. ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ მოწვეულ სტუმრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მუნიციპალიტეტის სახელით გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)