05:29 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-29 17:20:10, 767 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია მელიას პასუხობს - ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს

ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს. - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ნიკა მელიას, რომელმაც მას უსინდიო უწოდა.

მისივე თქმით, მან საზოგადოებას სიმართლე უნდა უთხრას და "ნაცმოძრაობას"  ამასთან შეგუება მოუწევთ.

„ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს პოლიტიკური ლიდერისგან ასეთი განცხადება, რაც მოვისმინეთ ნიკა მელიასგან, მაგრამ ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ საჭიროდ ვთვლი, რომ სერიოზული პასუხი გავცე, როდესაც ხარ ლიდერი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის შენი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს არა მარტო შენი პარტიის ბედზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში ვითარებაზე და მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველზე და როცა იჩენ უპასუხისმგებლობას, არათანმიმდევრულობას, გუშინ ნათქვამს დღეს გადათვქამ, დაპირდები ხალხს, რომ წლის ბოლომდე რეჟიმს დაამთავრებ ამას მოყვება რეაქცია სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, რომლების საღად ხედავენ რეალობას, მათ შორის არის "ევროპული საქართველო" , ეს ჩვენი ვალია, რომ საზოგადოებას ვუთხრათ რა მიგვაჩნია არასწორად და სანამ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა მოუწევთ მის ლიდერებს ამასთან შეგუება. - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics