|
2021-12-28 21:34:46, 2001 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი პირები დაჯილდოვდნენ
წელს პირველად, აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ტბელ აბუსერისძის I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდნენ პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭრის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მიერ დამტკიცდა ჯილდოებისა და საპატიო წოდების მინიჭების წესი. "ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა ცნობილი მეცნიერი, არქეოლოგი, პედაგოგი ამირან კახიძე. მის სახელს უკავშირდება არქეოლოგიური მუზეუმის დაფუძნება. ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენი გადაეცა დინამო ბათუმის წარმატებულ მწვრთნელს გიორგი გეგუჩაძეს. ბათუმის დინამომ 2021 წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გარდაცვალების შემდეგ, ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით ჯილდოვდება ჯემალ კიკნაძე. ის იყო სამართლის სფეროში მოღვაწე ცნობილი იურისტი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე, ადვოკატი. უდიდესი წვლილი მიუძღვის სამართლებრივი პრაქტიკის დადგენასა და განვითარებაში. ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა დავით მურვანიძე - სალიხ აბაშიძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და პუბერკულოზის რეგიონული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ინფექციონისტი. აჭარის რეგიონში ჩOVID-19-ის გავრცელების დღიდან აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში. ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენი გადაეცა გურამ ფუტკარაძეს, რომელიც გახლავთ აჭარის დამსახურებული მხატვარი, აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, საპატიო ბათუმელი, მხატვართა მრავალი თაობის აღმზრდელი. გარდაცვალების შემდეგ, ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა დამსახურებული მწვრთნელი ლევან შავაძე. ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენი გადაეცა პედაგოგ გივი ხალვაშს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო წოდება მიენიჭა მანანა ფაღავას და ლევან ბოლქვაძეს. მანანა ფაღავას დიდი წვლილი მიუძღვის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. ლევან ბოლქვაძე აჭარაში ვაზის მივიწყებული ენდემური ჯიშების, გენოფონდის შენარჩუნების და მათი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
ღობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)