14:27 - 26 Jul, 2026
|
2021-12-28 17:32:48, 2036 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში ხინოწმინდის ტაძრის რესტავრაცია იწყება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ხინოწმინდის ტაძრის რესტავრაცია დააანონსა. „იცით, რომ რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით, რომ მოხდეს ქობულეთში ხინოწმინდის პროექტის რეკონსტრუქცია. ეს პროექტი შეთანხმებულია და ჩვენ მომავალი წლიდან დავიწყებთ ამ ისტორიული კომპლექსის აღდგენას და რესტავრაციას" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ტაძრის აღდგენისთვის 300 ათასი ლარი დაიხარჯება. საქართველოს ეროვნული სააგენტოს საბჭოს მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციების თანახმად, შესაბამისი პროცედურები 2022 წლის დასაწყისში დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)