|
2021-12-28 17:12:09, 2113 ნახვა
რეგიონი
უკრაინის ომბუდსმენი – სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა მულტიფუნქციურ კლინიკაში ან საზღვარგარეთ
უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ გმობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას. ომბუდსმენი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესად რჩება, რის გამოც, ის ბოლო 3 სასამართლო სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებს. „ვრცელდება უკიდურესად საგანგაშო ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მორიგი შიმშილობის დაწყების მზადყოფნის შესახებ. მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მულტიფუნქციურ კლინიკაში მკურნალობა საქართველოში ან საზღვარგარეთ“, – წერს დენისოვა. ამასთანავე, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა მოახდინოს ექიმებისა და ექსპერტების დელეგირება, რათა განსაზღვროს საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობის ზარალის ხარისხი და მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი მკურნალობის პირობების შესახებ. „ვთხოვ უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მკაცრად დაგმონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო დახმარების უფლებები, რომლებიც აღსრულებულია კონვენციის მე–2 მუხლით. მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის სრულ გამოჯანმრთელებამდე“, – წერს ომბუდსმენი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)