05:29 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 15:55:22, 581 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე სააკაშვილთან მნახველების შესვლის შეზღუდვაზე იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტმა მიმართავს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მის ადვოკატს, გიორგი მშვენიერაძეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ხატია დეკანოიძეს და ექს–პრეზიდენტის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს ჯერჯერობით შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განცხადება გააკეთა და მოუწოდება იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამნეტს, გააკეთონ განმარტება, თუ რატომ არ ეძლევათ მათ ექს–პრეზიდენტის მონახულების საშუალება. 

"მე მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომელიც არის ვალდებული, რომ პარლამენტის წევრები დაუშვან მის მოსანახულებლად, დაუყოვნებლივ გააკეთონ საჯარო განცხადება და განმარტება იმასთან დაკავშირებით, რატომ არ გვეძლევა ჩვენ საშუალება, განსაკუთრებით უფლებადამცველებს, მის პირად ექიმებს და საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის წამების კიდევ ერთი ფორმა და დასჯა მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოს მხრიდან", – განაცხადა დეკანოიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics