06:50 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 19:19:36, 502 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ხმალაძე - დასუფთავების მოსაკრებელი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის უცვლელი რჩება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დასუფთავების მოსაკრებელი მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის და დაწესებულებებისთვის იზრდება, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის კი - უცვლელი რჩება.

ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ მიმართულებით, ბიზნესექტორის სუბსიდირებაში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იხარჯება, რაც სწორი არ არის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს შემოაქვს ინიციატივა, აღნიშნული სექტორისთვის დასუფთავების მოსაკრებლის 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25 ლარამდე გაზრდის შესახებ.

„დასუფთავების მოსაკრებლის ზრდასთან დაკავშირებით, ბევრი განცხადება გაკეთდა. ტარიფი იზრდება ბიზნესსექტორისთვის და დაწესებულებებისთვის. ეს არ ეხება საყოფაცხოვრებო სექტორს. კომერციული ანუ არასაყოფაცხოვრებო, ბიზნესსექტორის მომსახურება „თბილსერვის ჯგუფს“ უფრო მეტი უჯდება - დაახლოებით, 60-70%, ვიდრე მოსახლეობის, ანუ საყოფაცხოვრებო სექტორის მომსახურება. ამჟამად, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი არის ბიზნესსექტორის სუბსიდირებული ნაწილი. ეს არის მუნიციპალიტეტის დაფინანსება - მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხის ნაწილი. სწორად არ მიგვაჩნია, რომ სუბსიდირება მუდმივად გაგრძელდეს. შესაბამისად, შემოვიტანეთ ინიციატივა, რომ დასუფთავების მოსაკრებელი 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25 ლარამდე გაიზარდოს“, - განაცხადა ვიცე-მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics