|
2021-12-27 18:23:59, 777 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ზურაბიშვილმა და მარგველაშვილმა შეიძლება ნამდვილად ისტორიული მისია შეასრულონ
დავრწმუნდი, რომ გულთან ძალიან ახლოს მიაქვს ხალხის გაჭირვებული ყოფა. ჩემში ეჭვს არ იწვევს მისი პატრიოტიზმი და პროდასავლური ორიენტაცია. - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილთან სამ საათიან შეხვედრას. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება ნამდვილად ისტორიული მისია შეასრულონ. "პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს. ჩემთვის ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი შეხვედრა მქონდა მასთან. მიუხედავად წარსულში სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას. მინდა გამოვყო რამდენიმე ფაქტორი, თუ რის გამო: ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია, რომ მან, ბევრისგან განსხვავებით, არ გამოიყენა საკუთარი თანამდებობა პირადი გამდიდრებისთვის და პრეზიდენტობის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. დავრწმუნდი, რომ გულთან ძალიან ახლოს მიაქვს ხალხის გაჭირვებული ყოფა. ჩემში ეჭვს არ იწვევს მისი პატრიოტიზმი და პროდასავლური ორიენტაცია. ასევე, ვაფასებ მის ინიციატივებს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დიალოგზე, პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტაზე. აბსოლუტურად ზუსტად და თამამად გამოთქვამს იმ რეალობას, რომ მე ვარ ნამდვილად პუტინის პირადი პატიმარი. არ შეიძლება არ დავაფასოთ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მან თავის თავზე აიღო მაკონსოლიდირებელი როლი. ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და ამ მხრივ, ორივემ, სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია. ამიტომ, მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, თუნდაც იმ პირობებში, როგორც დღეს ნიკა მელიამ თქვა, შანსი მინიმალურიც რომ იყოს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას, და ეს გიორგისთან განვიხილე სამი პრეზიდენტის შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან ყოველგავრი პირადი თხოვნების, (განსაკუთრებით, შეწყალების თაობაზე), გარეშე. ასევე, მე და გიორგი ორივე ვიზიარებთ შეშფოთებას მოშიმშილეების მდგომარეობაზე და მე ვაფასებ მის ინიციატივას, მოინახულოს ისინი და საკუთარი ხედვა და ჩვენი საერთო შეშფოთება გააცნოს, - წერს მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ცნობისთვის დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)