08:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-25 14:34:33, 1069 ნახვა

მსოფლიო
Maxar Technologies - სატელიტური ფოტოებით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების მობილიზება გრძელდება

კოსმოსური ტექნოლოგიების კერძო ამერიკული კომპანიის, Maxar Technologies-ის ახალი სატელიტური სურათების მიხედვით, რუსეთი აგრძელებს საკუთარი ძალების მობილიზებას ანექსირებული ყირიმისა და უკრაინის მიმდებარედ.

ფოტოებზე ჩანს სამხედრო ბაზა ყირიმში, რომელსაც 2014 წლის ანექსიის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს. სამხედრო ბაზაზე, 13 დეკემბრისთვის ასობით დაჯავშნილი სატრანსპორტო საშუალება ჩანს, იმავე ადგილის ოქტომბერში გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ბაზა ნახევრად ცარიელია. 

Maxar Technologies ამბობს, რომ ბრიგადის დონის ახალი ქვედანაყოფი, რომელიც რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკისაგნ შედგება, მოიცავს BMP სერიის ქვეითთან საბრძოლო მანქანებს, ტანკებს, თვითმავალ არტილერიასა და საჰაერო თავდაცვის აღჭურვლობას, რუსეთის ძალებს შეუერთდა.

„გასული ერთი თვის განმავლობაში ჩვენმა მაღალი რეზოლუციის სატელიტურმა სურათებმა დააფიქსირა რუსეთის ახალი განლაგება ყირიმში, ისევე როგორც რამდენიმე საწვრთნელ ზონაში დასავლეთ რუსეთში, უკრაინის საზღვრის პერიფერიაზე", – ამბობენ Maxar-ში.

ტექნოლოგიური კომპანიის განმარტებით, გახშირდა რუსეთის აქტივობა ყირიმის სამ ლოკაციასა და დასავლეთ რუსეთის 5 ლოკაციაზე.

როგორც Reuters-ი წერს, Maxar-ის სურათებზე ჩანს, რომ რუსეთის ძალები თავმოყრილია უკრაინის საზღვართან ახლოს, ბელგოროდის ოლქში დასახლება სოლოტის სიახლოვეს. დეკემბერში გადაღებული ფოტოები სექტემბერთან შედარებით სამხედრო ტექნიკის რაოდენობის ზრდას აჩვენებს. სურათები ასევე მიუთითებს უკრაინის საზღვრიდან 260 კილომეტრში, ქალაქ იელნიასთან ახლოს და ქალაქ ვორონეჟში პოგონოვოს პოლიგონზე სამხედრო ტექნიკის მობილიზებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics