06:05 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 20:08:44, 711 ნახვა

საზოგადოება
ბოლნისში სახაალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ბოლნისში სახაალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ნაძვის ხის ანთებამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დამსწრე საზოგადეობას მიმართა და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მოწყობილ საახალწლო სოფელში, მთელი დღის განმავლობაში არაერთი ღონისძიება მიმდინარეობდა. საახალწლო სოფელში მოსულ სტუმრებს ბოლნისელი ხელოვანების ნამუშევრებისა და მეწარმეების პროდუქციის დათვალიერება და შეძენა შეეძლოთ.

„მცირეწლოვან სტუმრებს საახალწლო სოფელში თოვლის ბაბუა და სხვადასხვა ზღაპრის გმირი დახვდათ. თოვლის ბაბუამ პატარებს საჩუქრად  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული საახალწლო ნობათები გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ სცენაზე, ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და სტუდიებმა საახალწლო კონცერტი გამართეს. ბოლნისის თოჯინების თეატრმა კი პატარებს სპეციალური წარმოდგენა შესთავაზა.

ნაძვის ხის ანთებამდე სცენა თბილისის ქალთა გუნდმა დაიკავა, შემდგომ კი წინასაახალწლო განწობის შესაქმელად ბოლნისის როკ ბენდმა ყველასათვის საყვარელი ჰიტები შეასრულა. ღონისძიება  DJ სეტით დასრულდა“, - წერია განცხადებაში.

„წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპალიტეტს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ჰქონდა მომზადებული და მოხარული ვარ, რომ ეს დღე ყველამ ერთად ვიზეიმეთ. ძვირფასო ბოლნისელებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2022 წელი თითოეული თქვენგანის ოჯახისთვის  სიხარულის, ხვავისა და  ბარაქის მომტანი ყოფილიყოს. დამდეგი ახალი წელი განსაკუთრებით მსურს, ჩვენს პატარებს მივულოცო და მათ ბედნიერი მომავალი ვუსურვო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics