12:26 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-23 21:39:00, 808 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, მედიცინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, კოვიდ19-ის მართვის პროცესში შეტანილი წვლილისთვის 34 მედიცინის მუშაკი დაჯილდოვდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც covid-19 -ის მართვის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - 34 მედიცინის მუშაკი დაჯილდოვდა.

მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაალ მიქელაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა.

,,ჩვენს რეგიონში ყოველწლიურად, 23 დეკემბერს აღინიშნება მედიცინის დღე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, აჭარის მთავრობა მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიმართ. დღეს დაჯილდოვდნენ კოვიდკლინიკების მედდები, კოვიდსასტუმროებისა და ვაქცინაციის გამსველი ბრიგადების ექიმები. მადლობას ვუხდით ფასდაუდებელი შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მინისტრმა ასევე 2021 წლის სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა და მომავლი წელს დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics