08:11 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 13:05:54, 1040 ნახვა

პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური „ენმ“-ზე - ოფისში თბილად მოკალათებული ლიდერები ამომრჩეველს უკიჟინებენ, სიცივეში წამოწვნენ

თბილად მოკალათებული „ნაცმოძრაობის" რამდენიმე ლიდერი, თავიანთ ამომრჩევლებს უკიჟინებს სიცივეში წამოწვეს,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური „ნაციონალლური მოძრაობის“ მიერ წამოწყებულ მასობრივ შიმშილობას.

​მისივე თქმით, პროცესში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო სრულიად მიუღებელია ულტიმატუიმ, რომელსაც ოპოზიცია უყენებს მმართველ ძალას და ქვეყანას.

„დღეს ვხედავთ, მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ნებისმიერ ფასად გამოიყვანონ ციხიდან, ამაზე ცხადი რა უნდა იყოს - "კა-გე-ბეშნიკი" მისი ბიძა ჩამოვიდა, თითი დაუქნია, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და დაემუქრა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ თუ აქტიურ ქმედებებს არ განახორციელებენ სააკაშვილის გამოსახსნელად ვერ მიიღებენ დაფინანსებას. რაც მან დატოვა ქვეყანა და გაიქცა, აქედან ერთ საათში "ნაცმოძრაობა" ორკესტრირებულად იწყებს ქმედებებს, რომელიც არ ჯდება არაფერში და მით უფრო არ ჯდება იმ კონტექსტში, რაც პრეზიდენტის მიერ არის დაანონსებული. სრულიად მიუღებელია ის ულტიმატუმი რომელსაც უყენებენ არა მმართველ ძალას, არამედ საზოგადოებას და ქვეყანას და მათი კარვებში წამოწოლაც სრულიად გაუგებარია. ერთი მეტრის რადიუსში აქვთ კომფორტული ოფისი, რომელსაც ციხე- სიმაგრეს ეძახდნენ, როცა მელია ჰყავდათ იქ შეხიზნული და იქ ახლა თბილად მოკალათებულია „ნაცმოძრაობის" რამდენიმე ლიდერი, თავიანთ ამომრჩევლებს უკიჟინებენ კი ერთი მეტრის რადიუსში, სიცივეში წამოწვნენ, თითქოს ამით რაიმე შედეგს მიაღწევენ“, - განაცხადა ღუდუშაურმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics