08:11 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 12:37:53, 1433 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრება 28 დეკემბერს ჩატარდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ამირან ძაბუნიძესთან  გასაუბრება  28 დეკემბერს ჩატარდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის, მე-10 პუნქტის -  კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის ანალოგიით წარიმართება.

შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება" მიეცემა 75 წუთი, ფრაქციას „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" – 15 წუთი, ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" – 30 წუთი,

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს - „რეფორმების ჯგუფი", „გირჩი",  „მოქალაქეები" და „ევროპელი სოციალისტები" – 15-15 წუთი, ხოლო პარლამენტის 12 უფრაქციო წევრს, ჯამში - 36 წუთი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტების, კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. თითოეულ სუბიექტს კანდიდატთან გასაუბრებისთვის მიეცემა 15 წუთი.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ამირან ძაბუნიძესთან  გასაუბრების პროცესი, ისევე როგორც ყველა  სხვა წინა კანდიდატებთან გასაუბრება, ჩატარდება მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაქსიმალურად ინკლუზიურად", - განაცხადა  ანრი ოხანაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამირან ძაბუნიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად  2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics