|
2021-12-23 13:30:11, 516 ნახვა
საზოგადოება
ზაარბრიუკენის ხიდსა და ხიდის ქუჩასთან არსებული პანდუსის ტერიტორიაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
დედაენის ბაღში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის ხიდსა და ხიდის ქუჩის (მშრალი ხიდი) მიმდებარე ტერიტორიაზე, 24 დეკემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ იუსტიციის სახლის მხრიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩების, რუსთაველის გამზირის, ბარათაშვილის ხიდისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით. ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ტოლსტოის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით. ავტობუსი - N23 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდება ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებით, ავტობუსი თავისუფლების მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და ჩიქობავას ქუჩებზე გადაადგილდება და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებს; მიკროავტობუსი - N50 მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობს, დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „ავლაბარს“. უკუმიმართულებით, მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ გაივლის ხეთაგუროვის ქუჩას, რის შემდეგაც, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩებით, ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდება და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. მიკროავტობუსები - N6, N49 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდებიან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებით, თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდებიან და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ; მიკროავტობუსი - N140 თავისუფლების მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ჭანტურიას ქუჩიდან გადაადგილდება თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით და ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება. შემდეგ, მიკროავტობუსი გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, N140 იმოძრავებს დადგენილი სქემით; მიკროავტობუსი - N150 გორგასალის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას განაგრძობს ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით კი, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. აღნიშნული მიკროავტობუსი პუშკინის ქუჩასთან მობრუნებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლებს და გორგასალის ქუჩაზე მოხვდება, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)