11:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-19 15:38:47, 726 ნახვა

პოლიტიკა
გიული ალასანია სააკაშვილზე - არ ვიცი რამდენად უშველის, მაგრამ მიმაჩნია, რომ სჭირდება ნორმალური რეაბილიტაცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცის მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაცია უკვე რამდენად დაეხმარება, მაინც მიაჩნია, რომ ამის გარეშე მისი მდგომარეობა გაცილებით, კიდევ უფრო მეტად დამძიმდება.

მისივე თქმით, ქვეყნის ექს-პრეზიდენტს მარტო სიარული აღარ შეუძლია და გადაადგილების დროს, ძირს ეცემა.

„ვერ დადის სწორ ხაზზე და რომ გაატარებენ, მარჯვენა მხარეს თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება, დაეცეს. კიდევ იცით რა, მზერა, რომ სინჯავენ, ეს მარჯვენა თვალი ვერ მიჰყვება. სისუსტე აქვს აშკარად, ეს ჩემი შეფასებებია. გამოსავალი არაერთხელ ვთქვი, მიმაჩნია, რომ სჭირდება ნორმალური რეაბილიტაცია. არ ვიცი ეს რამდენად უშველის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე, დასკვნიდანაც ჩანს“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics