14:03 - 22 Jul, 2026
|
2021-12-19 10:36:33, 5538 ნახვა
სპორტი
ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძიდუოისტად ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა
ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძიდუოისტად ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა. აღიარება შავდათუაშვილმა წელს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვებით და მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებით დაიმსახურა. ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში ლაშა ძიუდოს თანამედროვე ლეგენდასთან, იაპონელ ონოსთან თანაბარ და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სწორედ ოლიმპიადაა, ქართველი სპორტსმენი წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგის დაჯამებით საუკეთესოდ აღიარეს. ქართული ძიუდოს ტრიუმფი ლაშა შავდათუაშვილთან ერთად, ილია სულამანიძემაც გაიზიარა, რომელიც ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)