01:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-18 16:25:55, 688 ნახვა

ეკონომიკა
2021 წელს, საქართველოდან კატარის სახელმწიფოში თაფლის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 255%-ით გაიზარდა

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და კომპანია Spar-ს შორის თანამშრომლობის შედეგად,  დოჰას ერთ-ერთი უმსხვილეს სავაჭრო მოლში (Tawar Mall) განთავსებულ Spar-ის სუპერმარკეტების ქსელში ქართული თაფლისთვის განკუთვნილი სპეციალური კუთხე გაიხსნა.

ქართული თაფლის სპეციალური კუთხე კატარში არსებულ Spar-ის სუპერმარკეტების ქსელის ყველა ობიექტში იქნება წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მაღალი ხარისხის ნატურალური ქართული თაფლი შეიძინოს. ქართული თაფლი ასევე ხელმისაწვდომია კატარში მოქმედ ისეთ მსხვილ სუპერმარკეტების ქსელებში, როგორებიცაა LULU, Family Food Center. კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და Mercy Corps, Alliances Caucasus Programme (ALCP)-ის თანამშრომლობით, კატარის სახელმწიფოში პირველად განხორციელდა საქართველოში ტრადიციული მეთოდებით წარმოებული ველური თაფლის - ჯარას ექსპორტიც.  

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, კატარისა და საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ დამტკიცდა „ვეტერინარული  სერტიფიკატი საქართველოდან კატარის სახელმწიფოში თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ექსპორტისათვის“, რამაც ქართველ მწარმოებლებს გაუმარტივა საქართველოში წარმოებული თაფლის ექსპორტი კატარის სახელმწიფოში და ხელი შეუწყო თაფლის ექსპორტის ზრდას საქართველოდან. შესაბამისად, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, კატარში საქართველოდან თაფლის ექსპორტი 350%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელს ზრდამ,  2020 წელთან შედარებით, 255% შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics