|
2021-12-17 19:12:07, 845 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - კადრებში ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში, სააკაშვილი ჩვენ თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას მიზანმიმართულად აყენებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის კადრებში ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ექს-პრეზიდენტი ციხის თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას მიზანმიმართულად აყენებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თითო კიდური თითო თანამშრომელს იმისთვის ეკავა, რომ იგი არ დაზიანებულიყო. „პირველი კადრი, როცა რეანომობილით მიიყვანეს, ის სპეციალური ავტომანქანითაც კიარ გადაიყვანეს, რადგან, თუკი რაიმე თეორიული შანსი მაინც არსებობდა იმისა, რომ მისი ჯანმრთელობა გაუარესებულიყო, სპეციალურად იყო რუსთავიდან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იგი წამოყვანილი. ამით, ისინი არამხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებას, არამედ, მთელ სამედიცინო დაწესებულებას აყენებენ უდიდეს შეურაცხყოფას. მათ უნდოდა, რომ სრული უნდობლობა გაჩენილიყო სახელმწიფოს მიმართ. პირველი, თითქოს, ექიმიც აწამებდა პაციენტს; მეორე, თითქოსდა 30 მეტრის მოშორებით მანქანა გაჩერდა, ვციტირებ - „გადმოათრიეს“ და ათრიეს 30 მეტრი. პირველი კადრის დანიშნულება რა იყოს?! იყო ის, რომ ყველას ნათლად დაენახა ის, რომ არა 30 მეტრის მოშორებით, არამედ ზუსტად ნომერ მეთვრამეტე დაწესებულების პანდუსთან გაჩერდა, სადაც მას ვერავინ დაინახავდა, ზუსტად იყო მიყენებული. როდესაც ეს პროცესი დასრულდა, მე მქონდა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე, სადაც გამოვაცხადე, რომ მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნაჩვენებია კადრები, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობითი ფორმით მოუწოდებენ, რომ გადმოვიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას, ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, რომ შესახლებულიყო შესაბამის დაწესებულებაში, ასეთ დროს, მით უმეტეს, როცა უკვე ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი თანამშრომელს, მათ აქვთ მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენების სრული უფლება, მაგრამ ესეც კი არ ყოფილა გამოყენებული და კარგად დაინახავს ყველა იმ კადრებში, რომ მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ. რაც შეეხება, თითქოსდა ძალადობრივ ინვაზიებს, რომელ ძალადობრივ ინვაზიაზეა საუბარი, როდესაც მან გადააგდო სამედიცინო აპარატურა, ყველამ ნათლად დაინახა, რომ არავინ მასთან ნემისთ არ მიახლოვებულა და მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე პროცედურის ჩატარება არ დაუწყია. იმ კადრებში ძალიან ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ჩვენ თანამშრომლებს“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)