12:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 14:10:21, 661 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - სააკაშვილი სუსტადაა, ვერ ჭამს, ფიქრობს 23-ში სასამართლოზე მისვლას, მაგრამ ჩემი პოზიციაა თავი შეიკავოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის და სურვილის მიუხედავად 23-ში სასამართლო პროცესზე დასწრებას სავარაუდოდ ვერ შეძლებს.

ამასთან ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ კამპანიას მიესალმება.

გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიმართვას გავრცელებს, სადაც მოქალაქეებს ხალხმარავალი, მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს.

"საკითხები რომლებზეც ვისაუბრეთ ამაზე საჯარო განხილვას არ ვაპირებ, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდოგომარებობა. ის არის სუსტად. სამედიცინო მიმართულებით კომენტარებს არ გავაკეთებ, მე შემიძლია გითხრათ რას ვხედავ. არის სუსტად, არის წონაში დაკლებული და მნიშვნელოვნად ეტყობა ეს ყველაფერი. არ შიმშილობს ცხადია, მაგრამ ვერ ჭამს. ისე სუსტად არის რომ ფიქრობს 23-ში სასამართლოზე მისვლას, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემი პოზიცია იყო, რომ ამ ვითარებაში, თუ ის ასე იქნა, ჯობია, რომ ამისგან თავი შეიკავოს რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს და გასაგებია რა მიზანიც აქვს ამას ყველაფერს, მაგრამ ახლა მის სიცოცხლეზე დიდი მიზანი ჩემი აზრით არ არსებობს და მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზე. ვიდრე სააკაშვილის განცხადება დაიდება გეტყვით მოკლედ. რომ იგი მიესალმება რეკონსილაციის პროცესს იგი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ კამპანიას, თუმცა ელოდება როგორი გაგრძლება ექნება ამ ყველაფერს. ასევე იგი მიესალმება, იმას  რომ პირველად ხელისუფლების მხრიდან აღიარებული იქნა უმძიმესი კრიზისი ქვეყანაში ყველა მიმართულებით. რეკონსილაციის პარალელურად კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ხალხმარავალი მშვიდობიანი პროტესტი და მისი თქმით, 21- ში მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი შეიკრიბოს და დააფიქსიროს საკუთარი მოთხოვნები და ეს უფრო დააჩქარებს რეკოსილაციის პრპცესს" ამბობს ნიკა გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics