12:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 13:58:53, 545 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - დღეს ყველა სოფელს სერვისების მიღება „მობილური იუსტიციის სახლის“ მეშვეობით შეუძლია

„იუსტიციის სახლის სერვისების სრული ხელმისაწვდომობისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეიქმნა „მობილური იუსტიციის სახლის" პროექტი და დღეს ყველა სოფელს, რომელიც მოქმედი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრისგან მოშორებით მდებარეობს, სერვისების მიღება მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით შეუძლია", – ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსები მიდიან და ადგილზე, პრაქტიკულად, საკუთარ ეზოსთან ემსახურებიან მოქალაქეებს და აწვდიან ყველა იმ სერვისს, რისთვისაც ადრე სხვა სოფელსა თუ ქალაქში უხდებოდათ გამგზავრება.

„მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით მოსახლეობას შეუძლია, ზედმეტი დროის, ენერგიისა და ფინანსური დანახარჯების გარეშე, ადგილზე ეფექტიანად მოაწესრიგოს მისთვის საჭირო დოკუმენტაცია", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics