17:45 - 07 Jul, 2026
|
2021-12-16 18:27:40, 1582 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი დიდ ბრიტანეთთან სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებს
საფრანგეთი დიდი ბრიტანეთის პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანასთან სამოგზაურო რეგულაციებს აწესებს. ხელისუფლების მიზანს კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების მაჩვენებლის შემცირება წარმოადგენს. მიმდინარე კვირის შაბათიდან, საფრანგეთის არარეზიდენტებს მოუწევთ, ვალიდური მიზეზით ქვეყანაში ყოფნის აუცილებლობის დამტკიცება. ადამიანები, რომლებიც საფრანგეთში ტურისტული და არასაჩქარო სამსახურეობრივი მოგზაურობის მიზეზით იმყოფებიან, ქვეყანაში ყოფნის უფლებამოსილებას ვერ მოიპოვებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC News ავრცელებს. საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დიდ ბრიტანეთში აღრიცხული ომიკრონის შემთხვევების მაღალი მაჩვნებელი უდევს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)