|
2021-12-16 11:30:34, 549 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ახალ კლინიკას გახსნის
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ფართოვდება. ახალი კლინიკის მოწყობის და დანადგარებით აღჭურვის უზრუნველყოფის მიზნით, ბანკმა კომპანიას 1,3 მლნ. ევროს მოცულობის ინვესტიცია გამოუყო. ახალი ფილიალის გახსნა მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება. კლინიკა დამატებით 150 ადამიანს დაასაქმებს. ამჟამად დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი მომხმარებლებს 6 ფილიალიდან უწევს მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას (მათ შორის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სერვისები და სხვა). სამედიცინო ცენტრი აერთიანებს ულტრათანამედროვე ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კომპლექსებს და ქირურგიულ სტაციონარს. ასევე, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს. „საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მალე ჩვენს ქსელს კიდევ ერთი კლინიკა შეემატება. მოხარული ვართ, რომ ბანკის მხარდაჭერით გვეძლევა შესაძლებლობა, გავფართოვდეთ და ამით წვლილი შევიტანოთ სამედიცინო სფეროს განვითარებაში. სამომავლოდ ვგეგმავთ მომხმარებელს კიდევ დამატებითი ფილიალებიდან მოვემსახუროთ“, - აცხადებს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, გურამ ტატიშვილი.
„დავით ტატიშვილის ცენტრი ერთ-ერთი მოწინავე ქსელია ადგილობრივ ბაზარზე სამედიცინო სფეროში. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ცენტრს ჰყავს არაერთი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი, რომელიც აქტიურადაა ჩართული არა მხოლოდ კლინიკის ყოველდღიურ საქმიანობაში, არამედ გარე აქტივობებში განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ზრდაზე ორიენტირებული გუნდი მუდმივად გეგმავს და იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგებში. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ბიზნესის განვითარებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)