09:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 10:51:41, 618 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

მობილური იუსტიციის სახლები და საერვისების სფეროში დაგეგმილი სხვა ინოვაციური პროექტები განიხილეს საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე. რატი ბრეგაძე კარენ ანდრესიანს ვენეციაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება.

"შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის საკითხებსაც იუსტიციის სფეროში. ორი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლის თებერვალში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი გაიმართება.

სომხეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, ის აღფრთოვანებულია მობილური იუსტიციის სახლების მოდელით, რომელიც ნოვაციაა არა მარტო რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით სერვისების გაცემის სფეროში. კარენ ანდრესიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთში მიიწვია. მინისტერიალი „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ.

რატი ბრეგაძემ მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიღწევები და მისი სამომავლო განვითარების ხედვა გააცნო." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics