03:50 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 13:09:58, 762 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები არის იმის მაჩვენებელი, რომ წელიწადს დავასრულებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით

„გრძელდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესი, რომლის ერთ-ერთი ინდიკატორი საგარეო ვაჭრობაა. ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ კვლავაც ძალიან კარგი ტემპით იზრდება ექსპორტი, განსაკუთრებით ქართული ნაწარმის ექსპორტი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შეფასებისას.

2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.7 პროცენტით გაიზარდა და  მისმა მოცულობამ 429.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა არამხოლოდ გასული წლის, არამედ პანდემიამდელ - 2019 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ მონაცემებს  და მას 23.6%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი  26.7 პროცენტით გაიზარდა და 3,822.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ამავდროულად ის 12.3%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. ამასთან, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 25.2 პროცენტით გაიზარდა და 12,828.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.

„ეს მონაცემები არის იმის მაჩვენებელი და საწინდარი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, წელიწადს დავასრულებთ ისე, როგორც პროგნოზს ვაკეთებდით - ორნიშნა ეკონომიკური ზრდით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics