|
2021-12-13 11:20:28, 480 ნახვა
საზოგადოება
GITA - ს ჰაკათონის ღVINOთონის გამარჯვებული ცნობილია
გურჯაანის ტექნოპარკში ღVINOთონის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. მათი პროექტი ,,გამაგრილებელი დამრევი“ ქვევრში ღვინის დაყენების დროს დუღილის პროცესში დარევის ავტომატიზაციას გულისხმობს. გამარჯვებულ გუნდს 5000 ლარი გადაეცა საჩუქრად.zs ინოვაციური პროექტი ღVINOთონი GITA-მ და გურჯაანის ტექნოპარკმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით განახორციელა. ღVINOთონის მიზანია, მეღვინეობის სექტორში პრობლემების/გამოწვევების შესახებ მოკვლევა და მისი გადაწყვეტის მიზნით ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროდუქტის შექმნა. ღონისძიება ასევე ხელს უწყობს, პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ერთმანეთთან და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას.
ჰაკათონი ჩატარდა გურჯაანის ტექნოპარკში და მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ესარგებლათ ფაბლაბში წარმოდგენილი მაღალტექნოლოგიური დანადგარების სერვისებითა და საერთო სამუშაო სივრცით. ღVINOთონის გამარჯვებული სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულმა კომისიამ გამოავლინა, რომელიც მეღვინეებით იყო დაკომპლექტებული: პაატა ჯოხაძე, ლადო უზუნაშვილი, ნინო კორკოტაშვილი, ივანე ნარეკლიშვილი და შატო მუხრანის ბრენდ ამბასადორი გიორგი ჩიკვაიძე.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)