17:00 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 18:41:22, 687 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ბოკუჩავა - სავარაუდოდ, მას თავბრუსხვევა აქვს ან მსგავსი ნერვოლოგიული პრობლემა, უჭირს გადაადგილება

პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.

მისი განცხადებით, იმისათვის, რომ ადამიანმა დაინახოს, თუ რამდენად ცუდად არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სამედიცინო კვალიფიკაცია საჭირო არ არის.

თინათინ ბოკუჩავას თქმით, აშშ-ც ადასტურებს, რომ საქართველო ვეღარ ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ევროატლანტიკური მიზნების განსახორციელებლად.

"სამედიცინო კვალიფიკაცია არ არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა დაინახოს რამდენად სუსტად არის პრეზიდენტი სააკაშვილი. იმ ძალიან მცირე სივრცეში, სადაც ახლა იმყოფება, უჭირს გადაადგილება და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი. სავარაუდოდ, მას თავბრუსხვევა აქვს ან მსგავსი ნერვოლოგიული პრობლემა. 15 დეკემბერს ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, სადაც არამხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის, მოლდოვის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილები. დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, სხვადსხვა ევროპარლამენტარების მხრიდან იქნება განცხადებები. მაგრამ, სამწუხაროდ ეს განცხადბები არ იქნება იმ შინაარსის, რომელიც ჩვენ გვინდა მოვისმინოთ საქართველოზე. ეს არის იმედგაცრუება, მათ შორის აშშ-ც გამოხატავს, ადასტურებს, რომ საქართველო ვეღარ ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ევროატლანტიკური მიზნების განსახორციელებლად და ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც არის ამის ნაწილი", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics