10:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 18:05:04, 652 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი ილია ჭიღლაძე - სახეზეა ტოტალიტარიზმი და რეპრესიული რეჟიმი საქართველოს საბჭოთა ფორმირების ეკლესიაში

დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას საჯაროდ უპასუხა. მისი თქმით, სახეზეა ტოტალიტარიზმი და რეპრესიული რეჟიმი საქართველოს საბჭოთა ფორმირების ეკლესიაში, რომელიც სახელად მართლმადიდებლურია, შინაარსით საბჭოურ-სტალინისტურ-კრემლისტური.

მისი თქმით, „საპატრიარქოს კლანისგან“ მას არაფერი აღარ უკვირს.

დეკანოზი საპატრიარქოს სიცრუეში ადანაშაულებს და 25 ივნისის წერილთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„30 ივლისის გადაწყვეტილებას 10 დეკემბერს რომ გამოაქვეყნებ, არათუ დროს ხარ აცდენილი, არამედ ადეკვატურობასაც. მეც დღეს გავიგე თქვენთან ერთად ეს გადაწყვეტილება, რომ შემიჩერეს მღვდელმოქმედების უფლება, მეგობრებო. რა თქმა უნდა, არ მიკვირს საპატრიარქოს კლანისგან არაფერი, ისინი ელემენტარულ კანონიკას და წესიერებას აცდენილნი არიან. მოყვანილი სამი კანონიდან მესამე, მოციქულთა 74-ე კანონი მე კიარ მეხება, ეხება ეპისკოპოსებს (ერთი ეპისკოპოსის მიერ მეორე ეპისკოპოსის ბრალდებას) და ამჟამად პირდაპირ ესადაგება მცხეთა-თბილისის ეპისკოპოს ილია მეორეს, რომელიც ბრალდებულია მიტროპოლიტ პეტრეს მიერ და მან თავი არ იმართლა საეკლესიო საკრებო სასამართლოზე. აი, საეკლესიო კანონიკის ასეთი უმეცრები არიან მოკალათებულნი საპატრიარქოში. ეს იმიტომ, რომ დიდი სჯულისკანონი ტოტალურად უარყოფილი და დარღვეულია მათ მიერ და მხოლოდ კრიტიკული პოზიციის ჩასახშობად ახსენდებათ და სჭირდებათ ის. სახეზეა ტოტალიტარიზმი და რეპრესიული რეჟიმი საქართველოს საბჭოთა ფორმირების ეკლესიაში, რომელიც სახელად მართლმადიდებლურია, შინაარსით საბჭოურ-სტალინისტურ-კრემლისტური.

საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაში არის ასევე სიცრუე, რომ თითქოს 25 ივნისის ჩვენს წერილზე (მოსაყდრე შიოს და დეკ. ბოტკოველის ხელმოწერილი და სამარცხვინო კორექტული შეცდომით გამოგზავნილი ივლისის ნაცვლად, რომ ივნისი ჩაწერეს) არ გვიპასუხაო, ვუპასუხე საჯაროდ და მასმედიაშიც გავრცელდა, გეხსომებათ. რაც შეეხება სინანულს, სინანული ყოველ ადამიანს სჭირდება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უკანონო მმართველებს მათი ანტიქრისტიანული, ანტისახარებისეული და ანტიკანონიკური საქმიანობისათვის, რამაც სრულად გახრწნა ჩვენი საპატრიარქო და იერარქია, მრევლის ცნობიერება და სულიერი მდგომარეობა“, - განაცხადა დეკანოზმა თავის „ფეისბუქ“ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics