18:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 13:11:28, 749 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ფაქტები უფლებების დარღვევად შეაფასა

საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ფაქტები სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა . - ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ  2021 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

ომბუდსმენის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა.

„საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როცა მას პირველ სამ სასამართლო პროცესზე ჩვენი აზრით დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია რომ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელება წარმოადგენდა პატიმრის ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღევას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი ანალოგიურად შეფასდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერაც". განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics