07:11 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 12:32:17, 1345 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი - ქორწინების გარეშე სექსი ყველაზე სერიოზული ცოდვა არ არის

ხორციელი ცოდვები არ არის ყველაზე სერიოზული ცოდვა“. - ასე პასუხობს რომის პაპი ჟურნალისტებს პარიზის არქიეპისკოპოსის მიშელ ოპეტის შესახებ კითხვის პასუხად, რომელიც გასულ კვირას ქალთან "ორაზროვანი" ურთიერთობის გამო გადადგა. 

 dailymail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ სექსი ქორწინების გარეშე  ყველაზე სერიოზული ცოდვა არ არის.

რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, ცოდვებს შორის სიამაყე და სიძულვილი ყველაზე მძიმეა.

ცნობისთვის, პარიზის არქეპისკოპოსმა მიშელ ოპეტიმ ქალთან სექსუალურ კავშირზე ურთიერთობა უარყო და თანამდებობა იმ მიზეზით დატოვა, რომ ჭორებს ეკლესიისთვის ზიანი არ მიეყენებინა. ამასთან, ცნობილია რომ კათოლიკე მღვდლები დაუქორწინებლობის პირობას დებენ.

"როდესაც ჭორები ვრცელდება, ულახავს ადამიანის რეპუტაციას.  ოპეტის თანამდებობა მსხვერპლად შეეწირა ფარისევლობას და არა სიმართლეს. ვეკითხები ჩემს თავს, რა გააკეთა არქიეპისკოპოსმა ისეთი სერიოზული, რომ გადამდგარიყო? თუ ჩვენ არ ვიცით ბრალდება, ვერ დაგმობთ“, - დასძინა რომის პაპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics