18:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 17:19:38, 796 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი - სააკაშვილთან კონსილიუმის ვიზიტი იგეგმება, დავამატებთ სხვა სპეციალისტებსაც, რადგან სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები გამოიკვეთა

საქართველოს სახალხო დამცველის - ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო კონსილიუმის მონახულება იგეგმება. ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უნდა შედგეს.

მისივე თქმით, საქართველოს მემსამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესაბამისად, კონსილიუმს სხვა დარგის მიმართულების ექიმებიც შეუერთდებიან.

„უახლოეს დღეებში იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ასევე, ჩვენ დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც, შესაბამისი მიმართულებებით, რადგან ახალი მიმართულებებით გამოიკვეთა პრობლემები, მათ შორის, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით. ამიტომ ამ საკითხებს ჯერ შევისწავლით, ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერებს, იგივე დოზირების საკითხებს, რამდენად მართებულად წარიმართა მისი მკურნალობა ამ მიმართულებით და გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა, რომელიც მხარეს შეუძლია გამოიყენოს სამართალწარმოების დროს სტრასბურგში“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics