|
2021-12-09 16:58:54, 510 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება მესამედ შეუზღუდეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, უკვე მესამედ შეუზღუდეს. მისი განცხადებით, ხელისუფლებას ეშინია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, რომელიმე ტელევიზიასთან სატელეფონო კავშირის დამყარების საფუძველზე, პირდაპირ არ მიმართოს, არ ესაუბროს ქართველ ხალხს. „სასამართლო პროცესზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების პანიკური შიში გრძელდება. უკვე, სამ გზის შეუზღუდეს მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება და ეს რატომ ხდება, რომ მათ ეშინიათ, აქვთ ძრწოლა, რომ რომელიმე თქვენგანის ეთერში არ დარეკოს მიხეილ სააკაშვილმა და პირდაპირ არ ისაუბროს ქართველ ხალხთან, მაყურებელთან, თქვენ მსმენელებთან და ა.შ. ამას ის საფუძველი რაც დაუდეს იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება, რის გამოც არ უნდა ჰქონდეს სატელეფონო ზარების უფლებაო. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს. ყალბი ინფორმაციის საფუძველზე უზღუდავენ მას უფლებებს“, - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)