00:02 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 12:46:57, 481 ნახვა

საზოგადოება
მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული პანო აღდგენილია

მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული დაზიანებული პანო აღდგენილია. - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული პანო განახლებული სახით, კვლავ ამშვენებს ქალაქის ცენტრს.

სხდომაზე დედაქალაქის მერმა ფოტო-მასალაც წარადგინა, თუ რა მდგომარეობაში იყო პანო სამუშაოების დაწყებამდე და როგორ გამოიყურება ის დღეს.

„მიმდინარე წელს, მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული დაზიანებული პანოს აღდგენა მის ავტორთან,  მალხაზ გორგაძესთან თანამშრომლობით დავიწყეთ. პანო მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყო, ილიას სიტყვები აღარ იკითხებოდა. სხვათა შორის, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნაც იყო, რომ ის მოწესრიგებულიყო. სამუშაოები დასრულებულია და დღეს აღნიშნული პანო ყოველმხრივ განახლებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თანამშრომლობისთვის  მადლობა გადაუხადა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას და პროექტის განხორციელებაში ჩართულ მოქალაქეებს, ისე პანოს ავტორს, მალხაზ გორგაძეს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics