|
2021-12-09 11:54:46, 404 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა
დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თხოვნას და აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. „მინდა შევეხო ერთ პროექტს, რომელიც დიდ დიღომში უნდა განხორციელდეს. ეს არის, ფეხბურთის ფედერაციის მიერ წამოწყებული პროგრამა - სპორტული სივრცეების შესახებ. აღნიშნული პროექტები „უეფას“ გრანტით ხორციელდება. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა ვაკეში, „ფიზკულტურის ინსტიტუტთან“, სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილში, გლდანში, მეხუთე მიკრორაიონში, ასევე ნუცუბიძეზე. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საფეხბურთო სივრცის დიდ დიღომში მოწყობას. ისტორიულად, ამ ტერიტორიაზე სტადიონი არსებობდა, მაგრამ მათი მოთხოვნაა, რომ ამ ადგილზე პარკი გაკეთდეს. 50 მეტრში რეკრეაციული სივრცე უკვე განვაახლეთ, მაგრამ ვითვალისწინებთ მათ სურვილს და საფეხბურთო მოედანთან ერთად რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)