19:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 15:52:41, 555 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - მისაღებია ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია, რომელიც მოიცავს: შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის ეპოქებს

მისაღებია ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია 2000-დან 2021 წლამდე. - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტია "ქართულ ოცნების" პერიოდსაც მოიცავს.

"მოლოდინი სალომე ზურაბიშვილის მიმართ ახლა არ უნდა გვქონდეს, მე საკითხს დავაყენებდი უფრო  ფართოდ  და მე ასე მესმის მიხეილ სააკაშვილის ინისციატივა საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით, შერიგება შეიძლება დამაბნეველი სიტყვა იყოს, ქვეყანას სჭირდება მომავლაზე შეთანხმება, იმისთვის რომ ერთსა და იმავე წრეზე არ ვიტრიალოთ და რომ პოლიტიკური შურისძიების გამო ჩვეულებრივი ადამიანები, ქვეყანა უკან არ მიდიოდეს, ქვეყნის რეპუტაცია არ ფუჭდებოდეს.

მთავარი ამოცანა არის  პოლიტიკური მოლაპარაკებები, აუცილებელია ფართო ამნისტია, რომელიც მოიცავს 2000 წლიდან 2021- წელს მოიცავს და მოიცავს ამ ქვეყნის სამ დიდ ეპოქას: შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის ეპოქებს. მე მეკითხებიან ხოლმე რა აიძულებს ქართულ ოცნებას? ქართულ ოცნებას პრაგმატიზმი უნდა აიძულებდეს იმიტომ, რომ ამნისტია მათაც ეხებათ, მათ პერიოდსაც ეხება. ეს ამნისტია მოგვცემს შესაძლებლობას იმაზე კი არაა, რომ დავა დამთავრდება. ვიღაცისთვის სისხლიანი იქნება 9 წელი ვიღაცისთვის ოქროს ხანა იქნება, ვიღაცისთვის ეს 10 წელი იქმება ჯოჯოხეთის და რუსეთთან ჩახუტების, ოცნების მომხრებისთვის კი საპირისპირო. ამაზე კამათი დაუსრულებლად იქნება. მონანიება არ არის სწორი სიტყვა ვოლსკი, რომ გეუბნება მოინანიეო, ეს ჩვეულებრივი ინკვიზიციაა, იმიტომ რომ საკუთარ თვალში ვერ ხედავენ დირეს და სხვის თვალში ხედავენ ბეწვს." - განაცხადა გიგი უგულავამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics